Digest Logo

დონალდ ტრამპის განცხადებით მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატმა აშშ-ს 18 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა

1788590102
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელიც ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში 11-19 ივლისს ჩატარდა, ამერიკას 18 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა.

„რა საოცარი ზაფხული იყო ამერიკაში მოგზაურობის თვალსაზრისით! ამერიკელებმა თითქმის 300 მილიარდი მილი გაიარეს, ჩვენმა ეროვნულმა პარკებმა 78 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლეს, ხოლო მილიონობით ადამიანი ავიარეისებით გადაადგილდა. მხოლოდ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შემოიტანა და 160 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა.

მოგზაურობა და ტურიზმი ნიშნავს სამუშაო ადგილებს, ინვესტიციებსა და მილიარდობით დოლარის შემოდინებას ამერიკულ ბიზნესებსა და ადგილობრივ თემებში. ჩვენ ვამცირებთ ბიუროკრატიას, ვაუმჯობესებთ საჰაერო მიმოსვლას და ვამარტივებთ შეერთებულ შტატებში მოგზაურობასა და ბიზნესის წარმოებას. ამერიკა ბიზნესისთვის ღიაა - და საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!“, - დაწერა ტრამპმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მნიშვნელოვანია საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ...“ - 5 სექტემბრის ენერგიები

⭕ „სადებიუტო გოლის გატანა მეჩქარება“ - ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ ოფიციალურ გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა

⭕რა დღეებშია საუკეთესო დრო ახალი საქმის დასაწყებად და სურვილების ჩასაფიქრებლად? - სექტემბრის მთვარის კალენდარი, თამუნა იოსელიანისგან!

წყარო: newshub.ge