Digest Logo

დონატელა ვერსაჩე 68 წლის გახდა - ლეგენდარული დიზაინერის ქონება 400 მილიონ დოლარს შეადგენს

1683195332
დონატელა ვერსაჩე

დონატელა ვერსაჩე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერია, რომელიც იუბილარია და მას 68 წელი შეუსრულდა.

რა ვიცით დიზაინერზე? ბიოგრაფია

დონატელა არის იტალიელი მოდის დიზაინერი და ვერსაჩეს მოდის სახლის წამყვანი ფიგურა. ის არის საერთაშორისო ბრენდის დამფუძნებლის ჯანი ვერსაჩეს და.

მისი კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ცნობილ ძმასთან, თუმცა ის ასევე დამოუკიდებელი და გამორჩეული დიზაინერია.

ოჯახი და ბავშვობა

დონატელა დაიბადა რეჯო დი კალაბრიაში, იტალიაში. ის იყო ყველაზე უმცროსი ოჯახში ოთხ შვილს შორის. მამამისი გამყიდველად მუშაობდა, დედა კი ადგილობრივ მოდის მოყვარულებს საკუთარ სამკერვალოში უმზადებდა ტანსაცმელს.

სამწუხაროდ, უფროსი და თინა ტეტანუსის ვირუსით ადრე გარდაეცვალა. დონატელა ორ ძმასთან, ჯანისთან და სანტოსთან ერთად გაიზარდა - ბავშვები კარგი მეგობრებიც იყვნენ.

როდესაც ახალგაზრდა ქალმა სკოლა და კოლეჯი დაამთავრა, იგი ჯანისთან ერთად ფლორენციაში გაემგზავრა. ქალაქი ცნობილი იყო, როგორც საუკეთესო ადგილი ტანსაცმლის შექმნის შესასწავლად. როდესაც უფროსმა ძმამ თავისი კომპანია ჯანი ვერსაჩე დააარსა, ახლობლები მიიწვია და ის საოჯახო ბიზნესად აქცია. სხვათა შორის, ვერსაჩემ თავისი ცნობილი Blonde and Versus თავის დას მიუძღვნა.

ჯანის გარდაცვალება

ჯანი ვერსაჩე 1997 წლის 15 ივლისს მაიამიში მოკლეს. ეს დონატელას განადგურების ტოლფასი იყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ვერსაჩეს ოჯახზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა. ახალი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ოჯახი დაიქსაქსა, ვერსაჩეების უმეტესი ნაწილი საცხოვრებლად ცალკეულ კერძო კუნძულებზე გადავიდა.

ჯანის გარდაცვალებიდან მალევე, დონატელა Versace Group-ში კომპანიის სამხატვრო დირექტორად დააწინაურეს. მართალია, მაშინ მგლოვიარე გოგონას მუშაობის ხალისი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ძმის წამოწყებას გადარჩენა სჭირდებოდა.

მოდაში მისი ნაბიჯები 

საზოგადოებას და ექსპერტებს თავდაპირველად დიდად არ აინტერესებდათ დონატელას პირველი ტანსაცმლის ხაზით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალი შრომისმოყვარე იყო.... ის აგრძელებდა საკუთარი მოდელების შექმნას. დონატელა ფოკუსირებული იყო რაღაც უნიკალურის შექმნაზე ლეგენდარული ძმის კოპირების გარეშე.

ნელ-ნელა დიზაინერმა განავითარა თავისი სტილი: ტანსაცმელი უფრო ქალური და ნაკლებად სექსუალური და აგრესიულად ნათელი გახდა, როგორც ამას მოდის სახლის დამფუძნებელი ამჯობინებდა. ვერსაჩეს პოპულარობა გაიზარდა, როდესაც მან წარმოადგინა თავისი მწვანე  მეტსახელად „ჯუნგლების მწვანე“ როდესაც იგი ჯენიფერ ლოპესმა მოირგო გრემის ცერემონიაზე, რაც დიზაინერის კარიერაში იყო გარღვევა.

შედეგად დონატელამ დიდი ხნის ნანატრი აღიარება მიიღო.

პირადი ცხოვრება 

დონატელა ვერსაჩეს პირადი ცხოვრება მის კარიერაზე ნაკლებად წარმატებული იყო. ქალი ადრე დაქორწინებული იყო მოდელ და მსახიობ პოლ ბეკზე; მათ შეეძინათ ორი შვილი: ქალიშვილი ალეგრა და ვაჟი დანიელი. თუმცა ქორწინებით იმედგაცრუებული დარჩა და ქმარი მიატოვა. ალეგრა გახდა მისი ცნობილი ბიძის მთავარი მემკვიდრე: მან მიიღო ვერსაჩეს აქციების 50%.

მანუელ დალორი იყო დონატელას მეორე ქმარი; მათ ერთი წელი გაატარეს ერთად.

დღეს დონატელა ხშირად გადადის ერთი ქალაქიდან მეორეში და არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

წარუმატებელი ოპერაცია

დონატელას არასოდეს არ დაუმალავს, რომ პლასტიკური ქირურგია გამოიყენა; და აღიარებს, რომ ამ ყველაფერს დღეს ნანობს. 

ახალგაზრდა დონატელას არ ჰქონდა თოჯინის სახე ან მოდელის სიმაღლე, რაც მტკივნეულია მოდის ინდუსტრიაში ჩართული ქალისთვის; შედეგად, მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა პროცედურები: ლაბიოპლასტიკა, რინოპლასტიკა, მამოპლასტიკა, ლაზერული ზედაპირის აღდგენა, ბოტულინის ტოქსინის ინექციები.

მიუხედავად იმისა, რომ პროცედურები ძვირი იყო და კლინიკები საფუძვლიანად შერჩეული, ოპერაციამ კარგად ვერ ჩაიარა. ამგვარად, დონატელა ვერსაჩე ხშირად შეგხვდებათ მოდის ჟურნალების ყველაზე მახინჯი ვარსკვლავების სიაში ლიდერ პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ მას არ აწუხებს ეს შეფასებები და როგორც მან მოგვიანებით მედიასთან აღიარა, მას ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმის გასაგებად, რომ ნამდვილი სილამაზე მასში რაღაც შინაგანი იყო.

თუმცა ეს ყველაფერი ხელს არ უშლის დონატელას შექმნას ტანსაცმლის კოლექციები მათთვის, ვისაც სურს ლამაზად გამოიყურებოდეს გარეთ.

მას ინსტაგრამზე ოთხ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, სადაც სამუშაო პროცესის ამსახველ ვიდეო კადრებს და მოდის სიახლეებს ხშირად უზიარებს მათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს მოერიდეთ მძიმე სამუშაოს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს“ - აკა მორჩილაძე ქუთაისზე

🔵მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის - სიყვარული, კარიერა და ფინანსები