Digest Logo

დონის როსტოვში საცირკო წარმოდგენის დროს ვეფხვი გაიქცა

1776694596
ვეფხვი

რუსეთში ქალაქ დონის როსტოვში საცირკო წარმოდგენის დროს მანეჟის გარშემო გაბმული დამცავი ბადე ჩამოვარდა და მანეჟზე მყოფი ვეფხვი მაყურებელთა რიგებში შეძვრა.

ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

გარკვეული ხნის განმავლობაში ვეფხვი მაყურებელთა შორის დადიოდა, შემდეგ ქუჩაში მისი განდევნა მოხერხდა, სადაც ცხოველთა მწვრთნელებმა გალიაში მტაცებლის დაბრუნება მოახერხეს. მაყურებელთა შორის არავინ დაშავებულა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მომსახურების გაწევისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის“ მუხლით. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას მოგვიტანს თეთრი მთვარის (სელენა) ინგრესია ქალწულში: ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - სოფია ბზეკალავას ასტროპროგნოზი

⭕„ნამდვილი სიმდიდრე არ შენდება ერთ დღეში...“ - რა გავლენას მოახდენს კუროს პერიოდი ადამიანებზე: რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕„წმინდანობა ის არის — თავისი ცხოვრების წესით და შინაგანი მდგომარეობით ადამიანი რომ ქრისტეს ემსგავსება“: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: newshub.ge