ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„წმინდანობა ის კი არ არის, ვიღაცამ რაღაც წინასწარ განჭვრიტა, წმინდანობა ის არის — თავისი ცხოვრების წესით და შინაგანი მდგომარეობით ადამიანი რომ ქრისტეს ემსგავსება,
თავმდაბლობაში,
სიმშვიდეში,
გულმოწყალებაში,
დიდსულოვნებაში,
ეკლესიისადმი და ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებაში, მოყვასისადმი სიყვარულში,
ამაში,
და არა მისტიკურ მხარეში — იქ შეიძლება შეცდეს კიდევაც,
და ეს არაფერს ნიშნავს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ