Digest Logo

დუბაიში საცხოვრებელ შენობაში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

1681644140
დუბაიდუბაი

დუბაიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ხანძარი დუბაის ერთ-ერთ უძველეს ნაწილში, ალ-რასის რაიონში მოხდა. აქ მრავალი მიგრანტი მუშა და მოვაჭრე ცხოვრობს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.

დუბაის სამოქალაქო თავდაცვის განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი შენობაში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი ინდოელი და სამი პაკისტანის მოქალაქეა.

მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია.