
ცნობილი ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი, რომელიც აქტიურად აზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას სოციალურ ქსელებში, ამჯერად „ფეისბუკზე“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
იგი 7 აგვისტოს მნიშვნელოვან მოვლენაზე წერს, ამ დღეს ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარის კარიბჭეები.
„7 აგვისტოს ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარები იგივე ავატარის კარიბჭეები.
ეს წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყულის) ცენტრშია (15 გრადუსში).
ევროპულ ასტროლოგიაში ისინი ატარებენ 4 მოციქულის: ლუკას, მარკოზის, იოანესა და მათეს სახელს.
ინდუიზმში ავატარებად მოიხსენიება ღმერთის განსხეულებები მიწიერ არსებაში, რომელიც ევლინება სამყაროს რათა იხსნას იგი. ცნობილია პრაჯაპატის ავატარები, 28 შივას ავატარი, ვიშნუს მრავალი ავატარი.
დეინ რედიარის აზრით სწორედ ეს ფიქსირებული ნიშნების გრადუსები შეესაბამება ცნობილ ავატარების კარიბჭეებს, სიმბოლურად ავატარში მოიაზრება გამოთავისუფლებული კოსმოსური ენერგია.
ავატარის წერტილი, რომელიც კუროში მდებარეობს (ხარის წერტილში), უკავშირდება ძალას, რომელიც
ინდივიდუალური არსების ფორმირებას ახდენს.
ლომის წერტილი (ლომის 15) - აღნიშნავს ძალას, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდუალური არსებიდან;
არწივის წერტილი (მორიელის 15°)- აღნიშნავს ძალას, რომელიც უნივერსალური არსების ფორმირებას ახდენს;
ანგელოზის წერტილი (მერწყულის 15°)- მეტყველებს ძალაზე, რომელიც ემანირებულია უნივერსალური არსებიდან;
ეს წერტილები დაახლოებით ემთხვევა 6 მაისს, 8 აგვისტოს, 8 ნოემბერს, 5 თებერვალს.
როგორც რედიარი აღნიშნავს, ამ მომენტებში ენერგიის რეალიზაცია თავმოყრილი დღეღამტოლობის წერტილებში ( ხარისა და არწივის წერტილებში) ან მზებუდობის წერტილებში ( ლომისა და ანგელოზის წერტილები) გამოთავისუფლდება და იძლევა თავის შედეგებს.
ითვლება, რომ თუ ადამიანის ნათალში რომელიმე პლანეტა (უკეთეს შემთხვევაში მზე) ხვდება რომელიმე ზემოთ აღნიშნულ წერტილში, ეს ადამიანი არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ. ის, შესაძლოა, დაჯილდოებული იყოს რაიმე გამორჩეული უნარებით“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს
⭕სად ატარებენ თაფლობის თვეს კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი - ნახეთ კადრები