Digest Logo

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა?

1688362994
რამზან კადიროვი

რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. აღნიშნული სიახლე ტყუილი აღმოჩნდა, რასაც თავად კადიროვი ინსტაგრამზე გამოეხმაურა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და და მისმა მარჯვენა ხელმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამ დელიმხანოვმა Instagram-ზე გაავრცელეს ვიდეო, სადაც ისინი კადიროვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის... ჩვენ ვცოცხლობთ, მშვიდად ვცოცხლობთ, პურს ვჭამთ. საინტერესოა ცხოვრება, ცხოვრება საერთოდ საინტერესოა ხოლმე, როცა მოკლეა. ამიტომ დიდ ხანს ცხოვრება ისედაც არ გვინდა. მოკლე, მაგრამ ღირსეული ცხოვრება გვექნება“, - აცხადებს კადიროვი.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია რომ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება დელიმხანოვს, 14 ივნისს გავრცელდა ცნობა, ის ზაპოროჟიეს ოლქში დაიჭრა და დაიღუპა. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომლის ახალგაზრდულ ნაკრებსაც ამდენი ქომაგი ჰყავს. არ გატყდნენ, არ იდარდონ!“ - დათო ტურაშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც შუქი გაითიშება