
ფლორენციაში, გალერეა „უფიციში“ სანდრო ბოტიჩელის ცნობილ ნახატს, „ვენერას დაბადება“ ეკოაქტივისტებმა ფოტოები მიაკრეს, თუმცა „ვენერას დაბადება“ შუშის დამცავით არის დაფარული და ინციდენტის შედეგად დაზიანებას გადაურჩა.
გარდა ამისა, აქტივისტებს ეჭირათ ბანერი, რომლითაც ისინი იტალიის ხელისუფლებას კლიმატისთვის მიყენებული ზიანის აღსადგენად 20 მილიარდი ევროს დახარჯვას სთხოვედნენ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორმა აქტივისტმა ბოტიჩელის ნამუშევარს იტალიაში მომხდარი წყალდიდობების ფოტოები მიაკრა.
იტალიაში გახშირებული ვანდალიზმის გამო ხელოვნების ნამუშევრების დაზიანების გამო ჯარიმების ოდენობა მაქსიმუმ 60 000 ევრომდე გაიზარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„სახლი მაჩუქა, რემონტითა და ავეჯით... მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე“ - რას ჰყვება კესარია აბრამიძე