Digest Logo

🎥 „ეს არ არის ადგილი, სადაც ვინმეს სისულელეები გაუვა“ - დანა უაითი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

1794564417
დანა უაითი: მერაბ დვალიშვილი

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა აბუ-დაბიში მომხდარ სკანდალურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

უაითმა უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გარემოცვის ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი სრული აბსურდია.

დანა უაითი: „დიახ, ეს სრული სისულელე და აბსურდია. ისინი ყველანი ციხეში არიან. ეს არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ვინმეს მსგავსი სისულელეები გაუვიდეს - ისინი უბრალოდ იდიოტები არიან“.

გარდა მომხდარის შეფასებისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უსმან ნურმაგომედოვთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და პოტენციურ თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მებრძოლთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე საერთოდ არ მიმდინარეობს:

დანა უაითი: „იმოქმედებს თუ არა უსმანის ჩხუბი მოლაპარაკებებზე? მას ჯერ კიდევ აქვს მოქმედი საკონტრაქტო ვალდებულებები. ჩვენ მასთან საუბარი ჯერ არც კი დაგვიწყია“.

ცნობისთვის, დაპირისპირება აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვის ჯგუფთან მოუვიდათ კონფლიქტი. ზვიად ლაზიშვილის მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები - მათ შორის მერაბი და საბა - პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა. 

13 ნოემბერს კი ქართველი მებრძოლები 50 -50 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ეგიდით გასამართ საჭიდაო ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მისი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი მარლონ მორაეში უნდა იყოს, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა 2021 წლის 25 სექტემბერს, UFC-ის ოქტაგონზე ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს რაღაც დედამ***ლი ლაჩრობაა...მშიშრები რიცხვებში იმალებიან“ - ჯოშ ჰოკიტი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

⭕ „მტკვარი სისხლით მოედინებოდა...“ - შიდა ქიშპი, დაკარგული სახელმწიფოებრიობა და 100 ათასი წამებული: გიორგი ლობჯანიძის ისტორიული ანალიზი

⭕ ვარსკვლავური გზავნილი კვირისთვის: რომელი ზოდიაქოს ნიშნები აღმოჩნდებიან ფინანსური და პირადული წარმატების ეპიცენტრში

✕