აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ, რომელსაც მერაბ დვალიშვილთან ერთად 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილიც მონაწილეობდა, უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის ქმედებას საერთაშორისო სპორტულ წრეებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობილმა MMA მებრძოლმა ჯოშ ჰოკიტმა კონკურენტების საქციელი ღიად დაგმო და მას „ლაჩრობა“ უწოდა:
„არ ვიცი, ეს რაღაც მშიშრობაა, ხომ გესმის? მშიშრები რიცხვებში იმალებიან, რაოდენობრივად ბევრნი არიან. ამიტომ, მესმის, თუ ვინმეს პირისპირ უპირისპირდები, ვიღაცას სილას არტყამ, ეს ერთი ერთზე ჩხუბია, მაგრამ მთელი შენი გუნდი რომ თავდასხმაზე გადმოვიდეს და ერთად გცემონ, ეს რაღაც დედამ***ლი ლაჩრობაა, ხომ ხვდები?“, - აღნიშნა ჯოშ ჰოკიტმა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ზვიად ლაზიშვილი – „როგორც ვიცით, მერაბი და საბა 17:00 საათზე თავისუფლები იქნებიან“