Digest Logo

„ეს არ არის კოვიდი, პანდემიის საფრთხე არ არსებობს“ - ჯანმოს განმარტება ჰანტავირუსზე

1778180287
Covid-19, კორონავირუსი, პანდემია

არგენტინიდან გამოსულ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4-ის ევაკუაცია კი სამკურნალოდ გახდა საჭირო.

მიმდინარეობს იმ მგზავრების მოძიება, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ სახლებში, (ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარია) რათა თავიდან აიცილონ ვირუსის შემდგომი გავრცელება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის კოვიდი ან გრიპი. ვირუსი რთულად ვრცელდება და საზოგადოებისთვის რისკი დაბალია.

ვირუსი ძირითადად მღრღნელებისგან გადადის, თუმცა "ანდების შტამს" ახასიათებს ადამიანიდან ადამიანზე გადადებაც - ახლო, ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად (მაგალითად, საერთო კაიუტა).

ზუსტი წყარო უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მგზავრი ველურ ბუნებაში დაინფიცირდა.

ვირუსი არ ვრცელდება ქუჩაში, მაღაზიაში ან სკოლაში ჩვეულებრივი სოციალური კონტაქტით.

საკრუიზო გემზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მგზავრებს გადაჰყავდა, ჰანტავირუსის გავრცელებას ხელისუფლება უკიდურესი სერიოზულობით ეკიდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერხოვეს თქმით, ეს არ არის პანდემიის დასაწყისი, რადგან ჰანტავირუსი კოვიდისგან განსხვავებულად ვრცელდება და არ არის ისეთივე გადამდები. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გემზე ვირუსი ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტის შედეგად გავრცელდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

კარლ გუსტავ იუნგი: კოლექტიური არაცნობიერის ასტროლოგიური ანატომია

როდის დაალაგოთ სახლი მაისში ფინანსებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად? - „გონებაში კონცენტრირებული ხართ მიზანზე“

„ხშირად ვითარდება კრიზისის, იძულებითი ცვლილებების, დანაკარგების და ძალაუფლების ბრძოლების ფონზე“ - თამარ ხოსროშვილი პლუტონის ტრანზიტზე

წყარო: rustavi2.ge