Digest Logo

„ეს ჩემი მეორე სახლია“ - სელინ დიონი პარიზში ჩავიდა: ვარსკვლავი იძულებითი 6-წლიანი პაუზა შემდეგ მასშტაბური ტურნესთვის ემზადება

1788160978
სელინ დიონი

სელინ დიონის პარიზში პირველ კონცერტამდე ორი კვირით ადრე, საფრანგეთში „დიონმანია“ ახალ ეტაპზე გადადის. 28 აგვისტოს ლეგენდარული მომღერალი საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც მას ავენიუ ჰოშზე მდებარე მდიდრულ სასტუმრო Royal Monceau-სთან თაყვანისმცემელთა მრავალრიცხოვანი არმია დახვდა.

არტისტის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. ის ისტორიული კონცერტების სერიის პირველი ნაწილის რეპეტიციებს უკვე შეუდგა. 12 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე სულ 16 წარმოდგენაა დაგეგმილი.

მომღერალი კვირაში სამ კონცერტს გამართავს. თითოეულ შოუს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრება, ხოლო ბილეთები სრულად უკვე გაყიდულია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ 2027 წლის მაისში კიდევ ათი დამატებითი კონცერტი იგეგმება.

დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ემოციური გამოსვლის გარდა, სელინ დიონს საფრანგეთში სოლო კონცერტი თითქმის ათი წელია არ გაუმართავს, მისი ბოლო მასშტაბური შოუ პარიზში 2017 წლით თარიღდება.

ამის მიუხედავად, მომღერალსა და ფრანგ მაყურებელს შორის მჭიდრო კავშირი არ გაწყვეტილა. სელინ დიონის 27 სტუდიური ალბომიდან 15 სწორედ ფრანგულ ენაზეა ჩაწერილი, რის გამოც დიდ სცენაზე დასაბრუნებლად მან სწორედ საფრანგეთის დედაქალაქი შეარჩია.

სასტუმროსთან შეკრებილ გულშემატკივრებს ვარსკვლავმა BFM-TV-ის ეთერით მიმართა:

„პირველივე დღიდან ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს ისტორია გრძელდება. ეს ნამდვილად ჩემი მეორე სახლია. ძალიან ვაფასებ თქვენს აქ ყოფნას, უღრმესი მადლობა“,- აღნიშნა მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სელინ დიონს იძულებითი ექვსწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული. მომღერალს ნერვული სისტემის იშვიათი აუტოიმუნური დაავადება აქვს, რაც სიმღერასა და გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებს.