Digest Logo

🎥 „ეს დედამიწაზე ყველაზე დიდებული შოუ იქნება“ - დონალდ ტრამპი ილია თოფურიას და UFC-ის სხვა მებრძოლებს შეხვდა

1778096314
ილია თოფურია

ილია თოფურია, UFC-ის სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

„მე სპორტის დიდი ფანი ვარ, სპორტში არავინაა იმაზე ძლიერი, ვიდრე ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს უკან დგანან.

15 ივლისს ჩვენ დიდი ბრძოლა გვაქვს. ეს აქამდე არასდროს მომხდარა და ამის შემდეგაც აღარასოდეს მოხდება.

მასში მონაწილეობას ის 4 საუკეთესო მებრძოლი მიიღებს, რომლებიც ჩემს უკან არიან. ეს ზუსტად თეთრი სახლის წინ მოხდება. ეს დედამიწაზე ყველაზე დიდებული შოუ იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.

29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „16-17 წლის ბიჭები ჩამოვედით თბილისში... ძალიან ბევრი გაჭირვება გვაქვს ნანახი“ - ლევან წვერავა კარიერაში პირველ ნაბიჯებს იხსენებს

⭕რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთში კოლჰოტებით?

⭕„კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა