ჯგუფი „სეიშენის“ ყოფილი წევრი და ამჟამად დუეტი „ლეონის“ ვოკალისტი ლევან წვერავა, რომელიც მეუღლესთან ერთად ქმნის მუსიკას, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა.
მომღერალმა გაიხსენა კარიერაში პირველი ნაბიჯები და ყოფილ ჯგუფთან გატარებული დრო:
„ეს ის პერიოდია როდესაც ყველა ეს ადამიანი, ვისაც აქ ვხედავთ იყო ჩვენთვის მოტივაცია. მოტივაცია, რომ შეგვექმნა, გვეზრუნა და გვეფიქრა მიუხედავად სიდუხჭირისა, როგორღაც დედაქალაქში მოვხვედრილიყავით. თუ მაშინ დედაქალაქში არ წამოხვიდოდი არ გქონდა გასაქანი.
ერთხელ მახსოვს ჯგუფი „სახე“ იყო ქუთაისში ჩამოსული და ბილეთის ფულიც კი არ გვქონდა, რომ გვეყიდა. ეს ის პერიოდია სანამ წამოვიდოდით. მე და ჩემმა ჯგუფის წევრმა იმდენი მოვახერხეთ ოპერაში შევძვერით უკანა კიბიდან და ზედა იარუსებზე დავდექით, რომ მოგვესმინა.
„16-17 წლის ბიჭები ჩამოვედით თბილისში. ძალიან ბევრი გაჭირვება გვაქვს ნანახი, ბევრჯერ მშივრებსაც დაგვიძინია, მაგრამ არ გავტეხილვართ. ჩვენ ის სიმღერები შევქმენით, რომლებიც დროს უძლებს“, - ამბობს ლევან წვერავა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთში კოლჰოტებით?
⭕„კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა
⭕„ჩემი სილამაზე გოგო“ - მარიამ სანოგო საფრანგეთში მოგზაურობს