Digest Logo

ზვიად ლაზიშვილი – „როგორც ვიცით, მერაბი და საბა 17:00 საათზე თავისუფლები იქნებიან“

1794558843
ზვიად ლაზიშვილი

„აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა“, – ამის შესახებ საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქმეში საქართველოს საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები და სხვა პირები არიან ჩართული. ზვიად ლაზიშვილი იმედოვნებს, რომ მერაბი და საბა დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.

„ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს საბასა და მერაბის საქმესთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები და ძალიან ბევრი ადამიანი ჩართულია ამ საქმეში.

ბევრი ადამიანი შეწუხდა და ცდილობენ, ყველაფერი დროულად მოაგვარონ.

ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი დასრულებულია და, როგორც ვიცით, ჩვენი ბიჭები 17:00 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან. ზუსტი ვერდიქტი დაახლოებით 12:00 საათზე გვეცოდინება.

როგორც ვიცით, ყველაფერი კარგად დასრულდება და, ღვთის შეწევნით, ამ სიტუაციას რაიმე სერიოზული შედეგი არ მოჰყვება. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზვიად ლაზიშვილმა.

11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე

⭕„ლილიტის მახე“ – რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად 13 ნოემბერს და რას უნდა მოვერიდოთ?

⭕13 ნოემბერი - მისტიკური პარასკევი: რა უნდა გააკეთოთ დღეს, რომ სურვილები აგისრულდეთ და ფინანსური სიუხვე მოიზიდოთ

✕