აფეთქებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენის, შაჰზადა დავუდის დის, აზმე დავუდის თქმით, რამდენიმე დღით ადრე, შაჰზადა დავუდის 19 წლის შვილი ექსპედიციაში წასვლაზე ყოყმანობდა, თუმცა საბოლოოდ მამას დათანხმდა.
NBC News-თან ინტერვიუში აზმე დავუდმა აღნიშნა, რომ მისი ძმიშვილი ექსპედიციისთვის "მზად არ იყო და ეშინოდა". თუმცა, ბორტზე "მამის დღეს" მასთან დროის გასატარებლად ავიდა.
„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საშინელებათა ფილმში მოვხვდი, სადაც წამზომია ჩართული, მაგრამ არ იცი, რას ითვლი. პირადად მე მათზე ფიქრისას სუნთქვა მიჭირს.
ვფიქრობ სულემანზე, რომელიც 19 წლისაა და სუნთქვისთვის იბრძვის... სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან გამანადგურებელია". - ამბობს აზმე დავუდი.
ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.
ცნობისთვის, ბორტზე იმყოფება 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე.
ასევე დაგაინტერესებთ: