კინო კომპანიამ 20th Century Studios ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას 2“ პირველი თიზერი წარადგინა.
52-წამიან ვიდეოში ენ ჰეთუეის გმირი - ენდი ჟურნალ Runway-ს ოფისში მიდის და შემდეგ ლიფტში მერილ სტრიპის პერსონაჟს - მირანდა პრისტლის ხვდება.
უკვე ცნობილია ფილმის სიუჟეტის დეტალებიც - სიქველში მირანდა პრისტლი გამოცემა „პოდიუმის“ გადარჩენას ცდილობს, რომელიც ბეჭდური მედიის პოპულარობის დაკარგვის გამო კრიზისშია.
თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები - მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელი).
პრემიერა 2026 წლის მაისში შედგება - ორიგინალური სურათის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2025 წლის ნოემბრის მეორე ნახევარი, ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები - ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი