22 ივლისი დღე, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ ინტუიციას ენდოთ!
დღის ენერგიები: 4 • 3 • 7
დღევანდელი დღე სავსეა პროდუქტიულობით, შთაგონებითა და ძლიერი ინტუიციით. მოუსმინეთ საკუთარ თავს, დააკვირდით ნიშნებს და არ დააიგნორიროთ შინაგანი ხმა.
💪 დილა მოძრაობით დაიწყეთ. ჩართეთ 3–5 საყვარელი სიმღერა, იცეკვეთ, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში ან უბრალოდ იმოძრავეთ. რაც უფრო აქტიურად დაიწყებთ დღეს, მით მეტი ენერგია გექნებათ.
🚶♀️ არ დარჩეთ ერთ ადგილზე. სასარგებლოა გასეირნება, ახალი ადგილების მონახულება, ადამიანებთან შეხვედრა და ყოველდღიური მარშრუტის შეცვლა.
სწორედ ასეთ დროს შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდეს. მოერიდეთ კამათსა და ხმამაღალ საუბარს.
სიმშვიდე და დიპლომატიურობა დღეს ბევრად მეტ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ემოციური რეაქციები. დაუთმეთ დრო შემოქმედებას. ხატეთ, წერეთ, გადაიღეთ ფოტოები, შექმენით რაიმე ახალი ან ჩაიწერეთ თქვენი იდეები. ასევე ძალიან სასარგებლოა მადლიერების, სურვილებისა და მიზნების ჩამოწერა.
დააკვირდით სიზმრებსა და შინაგან შეგრძნებებს. დღეს ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია და შესაძლოა სწორედ მან გაჩვენოთ სწორი გზა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს საქართველოში
წყარო: www.facebook.com