Digest Logo

ევრო 2024-ზე გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ

1713894836
უეფა თასიიი

„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, უეფა თანახმაა, ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ჰქონდეთ. აღნიშნული საკითხი უეფა-ს კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს განიხილება და მას მხარს დაუჭერენ.

26 ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება, გამონაკლისის სახით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებს პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების გამო ევრო 2020-ზე მისცა. მაშინ მატჩის დროს ცვლილებების რაოდენობაც ხუთამდე გაიზარდა.

მანამდე, ნაკრებებს განაცხადში 23 ფეხბურთელის ყოლის უფლება ჰქონდათ, ხოლო მატჩების დროს მაქსიმუმ სამ ცვლილებას იყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 14 ივლისს გაიმართება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

🎥 როგორ ამოვიცნოთ ბულინგი პატარა ასაკშივე და როგორ გავუწიოთ მას წინაღმდეგობა?

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის მაისში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის

წყარო: 1tv.ge