Digest Logo

ევროპაში შობადობის კრიზისია: რატომ ამბობენ ახალგაზრდები შვილების ყოლაზე უარს

1788170759
mSoblebimSoblebi

ევროპას მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის მკვეთრი შემცირების პრობლემა ემუქრება. ევროკავშირის საშუალო შობადობის მაჩვენებელი 1.5 ბავშვი თითო ქალზე, საგრძნობლად ჩამორჩება მოსახლეობის სტაბილურობისთვის საჭირო 2.1-იან ნიშნულს. შექმნილი ეკონომიკური ფონი ახალგაზრდებს აიძულებს, ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა გაურკვეველი ვადით გადადონ.

💰 მთავარი დაბრკოლება - ფინანსური პრობლემები

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ {Censuswide / Apryl} აჩვენა, რომ 18-დან 35 წლის ახალგაზრდების 59%-ისთვის შვილების გაჩენის შემაფერხებელი მთავარი მიზეზი სწორედ ფინანსებია.

კვლევის მიხედვით, მშობლობის გზაზე ყველაზე დიდ ბარიერებად დასახელდა:

ცხოვრების მზარდი ღირებულება - 29%
ბავშვზე ზრუნვის მაღალი ხარჯები - 13%
შესაფერისი პარტნიორის არარსებობა - 12%
საკუთარი საცხოვრებლის შეძენის შეუძლებლობა - 11%

ამ ფონზე, ახალგაზრდების ორი მესამედი განიხილავს ნაყოფიერების გახანგრძლივების სამედიცინო გზებს {კვერცხუჯრედის, სპერმის ან ემბრიონის გაყინვას}, თუმცა ეს პროცედურები საკმაოდ ძვირადღირებულია - მხოლოდ კვერცხუჯრედის გაყინვა 3 000 ევროდან იწყება, ხოლო შემდგომი განაყოფიერება 10 000 ევროს ან მეტს აღწევს.

🏢 კერძო სექტორის ჩართულობა

პრობლემის საპასუხოდ, ბერლინში დაფუძნებული კომპანია Apryl ცდილობს ევროპულ ორგანიზაციებს მაგალითად, Soundcloud-ს დაეხმაროს, რომ თანამშრომლებს რეპროდუქციული სერვისების, კვერცხუჯრედის გაყინვა, ინ ვიტრო ორსულობა, შვილად აყვანა, დაფინანსებაში დაეხმარონ. კომპანიის თანადამფუძნებლის, ჯენი საფტის თქმით, ეს ხელს უწყობს ისეთი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც ოჯახის დაგეგმვა კარიერულ წინსვლას საფრთხეს არ უქმნის.

🌍 როგორ სტიმულირებას ახდენენ ევროპული ქვეყნები?

შობადობის წახალისების მიზნით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ოჯახებს ფინანსურ შეღავათებსა და „ბავშვის ბონუსებს“ სთავაზობს:

დიდი ბრიტანეთი: პირველ შვილზე კვირაში 21.80 ფუნტს (24.87 ევროს), ხოლო ყოველ მომდევნოზე 14.45 ფუნტს იხდის. ასევე მოქმედებს ერთჯერადი დახმარება 500 ფუნტის (571 ევრო) ოდენობით და ბავშვის მოვლის ხარჯების 85%-მდე საგადასახადო შეღავათები.

უნგრეთი: ახალგაზრდა დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ მიიღონ 10 მლნ ფორინტამდე (დაახლ. 30 000 ევრო) შეღავათიანი სესხი, რომელიც შვილების შეძენასთან ერთად სრულად ეპატიებათ. 4 შვილის დედები კი საშემოსავლო გადასახადისგან სამუდამოდ თავისუფლდებიან.

საბერძნეთი: ყოველ ახალშობილზე დედა 2 000 ევროს ოდენობის ერთჯერად ბონუსს იღებს.

იტალია: ოჯახის შემოსავლის მიხედვით, დეკრეტული შემწეობა თვეში 192 ევრომდე აღწევს.

ესპანეთი: 3 წლამდე ასაკის ბავშვების დედებისთვის ყოველთვიური 100-ევროიანი დახმარებაა გათვალისწინებული.

საფრანგეთი: ქვეყანა მშპ-ის დაახლოებით 4%-ს ოჯახის პოლიტიკაზე ხარჯავს, რაც მოიცავს ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებასა და სუბსიდირებულ ბავშვთა მოვლას.