გავლენიანი სოციალური ქსელები, Facebook-ი და Instagram-ი ხარვეზებით მუშაობს.
მომხმარებლების 64% წერს, რომ უჭირს Facebook-ის ვებგვერდზე შესვლა, 23% ხარვეზებით შედის აპლიკაციაში, 13%-ს კი საიტზე იდენტიფიცირების გავლა უჭირს.
ინფორმაციას downdetector-ი ავრცელებს.
რაც შეეხება Instagram-ს - აპლიკაციაში შესვლა მომხმარებლის 46%-ს უჭირს, იდენტიფიცირების გავლას 35% ვერ ახერხებს, ვებგვერდზე კი 19% ვერ შედის.
რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 NASA-მ მთვარის მისიის ასტრონავტების ვინაობა დაასახელა
🔵 რა არის აკნე და რა საშუალებებით ვებრძოლოთ მას? - ზაზა თელიას რეკომენდაციები