ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA იმ 4 ასტრონავტის ვინაობა გაამხილა, რომლებიც 2024 წელს, მისია Artemis-2-ის ფარგლებში მთვარეზე გაემგზავრებიან.
ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეკიპაჟის შემადგენლობაშია 3 ამერიკელი ასტრონავტი - კრისტინა კოხი, ვიქტორ გლოვერი და რიდ უაისმენი და კანადელი ჯერემი ჰენსენი.
NASA-ში აღნიშნეს, რომ ადამიანების მთვარისკენ ბოლო ფრენის შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა.
ასტრონავტები მთვარეზე სავარაუდოდ 2024 წლის ნოემბრამდე ვერ გაფრინდებიან.
2022 წლის დეკემბერში დასრულდა მისია Artemis-1, რომლის დროსაც „ორიონმა“ უპილოტო რეჟიმში მიიფრინა მთვარისკენ, მის ორბიტაზე რამდენიმე კვირა გაატარა და დედამიწაზე დაბრუნდა. Artemis-ის მისიის ბოლო ეტაპი 2025 წლისთვის არის დაგეგმილი, რა დროსაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გადასხდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: