აშშ-ში, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჩრდილოეთ კორეელი თაღლითების უჩვეულო ნიშნით - მინიონებისადმი სიყვარულით გამოვლენა დაიწყო.
The Wall Street Journal-ის ცნობით, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მულტფილმ „საშინელი მეს“ (Despicable Me) პერსონაჟების სიმბოლიკის გამოყენება აერთიანებს ბოროტმოქმედთა ჯგუფს, რომელიც დისტანციურად მუშაობს ამერიკულ კომპანიებში კრიპტოვალუტისა და IT - სფეროში.
თაღლითები სოციალურ ქსელებში პროფილის ფოტოებად მინიონების გამოსახულებებს აყენებენ და პერსონაჟების სახელებს ფსევდონიმებად იყენებენ. გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებული პოპულარობით კევინი სარგებლობს - მინიონი მულტფილმის მეორე ნაწილიდან, რომელსაც გოლფის თამაში უყვარს.
მიმოწერაში ბოროტმოქმედები კოლეგებს ასევე „მინიონებად“ მოიხსენიებენ, ხოლო თავიანთ უფროსს ჩრდილოეთ კორეელი თაღლითები გრუს ეძახიან - მულტფილმების სერიის მთავარ გმირსა და მინიონების არმიის შემქმნელს.
საინტერესოა, რომ ამ სქემით ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ ამერიკულ კომპანიებში შეღწევას და მილიონობით დოლარის მოპოვებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის დასაფინანსებლად.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕5 საახალწლო რიტუალი ბედნიერი 2026 წლისთვის
⭕„მხიარული და პოზიტიური...“ - ნუცა ქავთარაძის საახალწლო განწყობა და ახალი ფოტოები
⭕რას შეიძლება ნიშნავდეს, თუ სახლში ხშირად იკარგება წვრილმანი ნივთები
წყარო: imedinews.ge