Digest Logo

ფეხბურთი და მაღალი მოდა: ჰოლანდის Birkin-ის ჩანთების კოლექცია $300 000 არის შეფასებული

1782398210
ჰალანდიჰალანდი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი აღმოჩენა და მთავარი ვარსკვლავი, შესაძლოა, ერლინგ ჰოლანდის Hermès Birkin-ის ჩანთების კოლექცია აღმოჩნდეს.

სანამ საფეხბურთო ნაკრებები საერთაშორისო მატჩების სერიებში მონაწილეობენ, ფეხბურთის ნორვეგიელი ვარსკვლავი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და თან უამრავი იშვიათი მოდელის Birkin-ი დააქვს.

როგორც პაპარაცების ობიექტივში, ისე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ ჰოლანდი ჩვეულებრივ მოდელებს არ ირჩევს - მას ბაზარზე არსებული ყველაზე ექსკლუზიური და დიდი ზომის (oversized) ჩანთები დააქვს. 

მთლიანობაში, მისი საჯაროდ გამოჩენილი Birkin-ის კოლექცია 7 განსხვავებულ მოდელს მოიცავს, რომელთა საერთო ღირებულებაც 317 000 დოლარს აჭარბებს.

გულშემატკივრებმა ეს ფაქტი მალევე შეამჩნიეს. „ინსტაგრამის“ ერთ-ერთმა გვერდმა ყველა მოდელი დეტალურად მიმოიხილა და დაწერა:

„გინახავთ ერლინგ ჰოლანდის ექსკლუზიური Birkin-ები?“