Digest Logo

ფილიპინებში ტურისტს 5 მეტრიანი ნიანგი დაესხა თავს, რომელიც მას პლასტმასის ფიგურა ეგონა

1746033687
5 მეტრიანი ნიანგი

ფილიპინებში, 29 წლის ტურისტი, ზოოპარკში 5 მეტრიანი ნიანგის ვოლიერში შევიდა და სელფის გადაღება სცადა, რა დროსაც რეპტილია ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხა.

ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ვოლიერის ღობეზე გადაძვრა, ხელოვნური ტბა გადაიარა და ტელეფონი ამოიღო, რათა "სელფი" გადაეღო.

თავდასხმის ფაქტის ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება. კადრები თვითმხილველებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს.

მედიის ცნობით, მამაკაცი ნიანგის ვოლიერში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ის ნიანგის მომვლელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა. მამაკაცს ხელის და ფეხის არეში ჰქონდა ნაკბენები, მას საავადმყოფოში 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს ნიანგი პლასტმასის ფიგურა ეგონა და ფოტოს გადაღება ამიტომ სცადა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული...“ - მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმაზე

⭕„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს მანუ მურღულია?

⭕„ქალი მშვენება და საოცრება“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები