Digest Logo

ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

1728625867
ფლორიდაში ქარიშხალ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

მესამე კატეგორიის ქარიშხალმა ფლორიდაში მინიმუმ ათი მძლავრი ტორნადო და ძლიერი წვიმები გამოიწვია. სტიქიამ დაანგრია სახლები, დააზიანა ავტომობილები და კომუნიკაციები.

ამ დრომდე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 3 მილიონამდე აბონენტი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბერძნული სენსაცია უემბლიზე, რომელიც გარდაცვლილ თანაგუნდელს მიეძღვნა

სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორი: ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთლიანად ჩვენი ლიგის სიმბოლოა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში