„2025 საოცრად გარდამტეხი, ყველაზე რეზონანსული წელი იქნება. რამდენიმე უმაღლესი პლანეტა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს. ჯობს გაცნობიერებულად გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და შეხვიდეთ ახალ ენერგიებში. ყველას ექნება რისკები და გამოწვევები. განსაკუთრებით ტრანსფორმაციული იქნება თევზებისთვის და ქალწულისთვის, რადგან მიმდინარე წლის მთავარი მოთამაშეები არიან. ეს წელი იქნება შიშების გადალახვის, მაღლა დგომისაა.
ბევრი შეიცვლის საცხოვრებელს, ცხოვრების წესს. არ იქნება საიდუმლო, რაც არ გამჟღავნდება.
2025 წელს ძალიან დიდი ტალღებია მიგრაციის, მჯერა, რომ ბევრი ადამიანი დაბრუნდება საქართველოში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.
2025 წლის მთავარი ტენდენციები:
ეს არის წელიწადი სიბრძნის, საკუთარ თავში ჩაღრმავების, გაცნობიერების. ხის, მწვანე გველი ძალაში შედის 29 იანვარს, ახალი წლის პირველ ახალმთვარეობას. ეს იქნება მერწყულის ნიშანში, რაც არის კოლექტიური ენერგიები, გუნდურობის პრინციპი იქნება ყველაზე მთავარი. მოხდება ყველა სისტემის შეცვლა, მოხდება ყველაფრის რეკონსტრუქცია.
წელი იქნება ბევრი სიურპრიზით სავსე, იქნება სიტუაციების სწრაფი ცვლილებები. ბევრი ირწმუნებს სასწაულებს. სწორედ 2025 წელი იქნება რწმენის გაღვივების წელიწადი. მთავარი ტენდენცია იქნება თევზების ენერგია, პრინციპი ასეთია: რისი გჯერა შენ, ხანდახან უნდა დაიჯერო, რომ მოხდეს. არ უნდა დასვა კითხვები და არ გაჰყვე ლოგიკას.
ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება 180 გრადუსით. ნუმეროლოგიურად ეს არის 9, რაც საერთოდ დახურავს ციკლს. რაც ვაგროვეთ, საპასუხოდ მივიღებთ შედეგს.
იქნება სინანულის, სირცხვილის წელი ბევრისთვის. გამოწვევები ექნება ყველას.
წელს რამდენიმე ეტაპი ექნება:
- თებერვალი-მარტის პერიოდი, სადაც იქნება ემოციური ჩავარდნები, სისტემების ცვლა, ეპოქის ცვლა.
- აპრილი-ივნისი, გარდამტეხი პერიოდი
- მესამე ეტაპზე დაფასება ეროვნულობა
რაც შეეხება 2025 წლის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე:
ვერძი - საინტერესო წელი გელოდებათ, ბოლო წლებში გქონდათ სირთულეები, პასუხისმგებლობები, ჭიდილი საკუთარ თავთან, ემოციური გადატვირთვები, რაც მარტის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ დაიწყება ახალი ეტაპი, ბევრი თქვენგანი მიიღებს შანსს პირად ურთიერთობებში.
კურო - გექნებათ უდიდესი გამოწვევები, რაც კომფორტის ზონის დატოვებას ეხება. მიხვდებით, რომ უნდა გამოხვიდეთ ჩრდილიდან. ახალი პერიპეტიები იქნება კარიერაში, მიგრაცია საქმესთან დაკავშირებით. გამოიყენეთ არასტანდარტული მეთოდები და გააძლიერეთ რწმენა.
ტყუპები - მთავარი გამოწვევა იქნება საკუთარ თავში გარკვევა, ბევრი მავნე ჩვევის დამარცხება, შიშების ჩამოშლა. არ არსებობს გარანტიები, თუ თავად არ მიხვდით, რომ საკუთარი თავის გარანტი ხარ შენ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, ჰორიზონტების გაფართოებისთვის. კარგი ეტაპი იქნება პარტნიორებთან დაკავშირებით.
კირჩხიბი - 31 დეკემბერი არის ახალმთვარეობა, სადაც იქნებით მოწყვლადები, მაგრამ ეს დროებითი იქნება. შეეცადეთ, ყველაფერს ოპტიმიზმით შეხედოთ, რადგან შედეგებს 5 თვეში დაინახავთ. ის სურვილები, რაც ახალ წელს ჩაიფიქრეთ, ზაფხულში აგიხდებათ. მოგიწევთ პარტნიორული ურთიერთობის დალაგება.
ლომი - ყველაზე მთავარი გამოწვევა იქნება მავნე ჩვევების მოშორებაში, გაწყვიტეთ ურთიერთობები, სადაც მხოლოდ თქვენი რესურსები მიდის. ბევრი გარდატეხა იქნება პარტნიორულ ურთიერთობებში, გუნდთან, ჯგუფთან. მარტივი პერიოდი არ იქნება, რადგან უნდა ისწავლოთ საკუთარი თავი და თქვენი სურვილები.
ქალწული - ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რასაც ვერ იღებდით. შეძლებთ მალე მიიღოთ გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მარტის ბოლომდე, სადამდეც თქვენკენ იქნება ფორტუნა. გათავისუფლდით საკუთარი თავის ძველი ვერსიისგან.
სასწორი - მარტი იქნება მთავარი პერიოდი თქვენთვის, რადგან საბოლოოდ გაავლებთ წითელ ხაზებს. ამის შემდეგ დადგება პერიოდი მნიშვნელოვანი პროექტების, ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყისის დრო დადგება. შვილების წარმატება იქონიებს თქვენზე გავლენას.
მორიელი - ბოლო წელი საკმაოდ რთული იყო, კრიტიკულ ზღვარს მიაღწიეთ, საკუთარ თავთან ბრძოლის ბოლო ფაზა გაქვთ. გაზაფხულიდან ბევრ რამეს დაალაგებთ, გაწონასწორდებით, აღიდგენთ დანგრეულს, რაც თავად დაანგრიეთ. ზაფხულიდან უკვე თუ გულწრფელები იქნებით, ხელახლა მოგეცემათ შანსები.
მშვილდოსანი - 2025 წლის გამოწვევა იქნება საკუთარი ადგილის პოვნა პროფესიული კუთხით. ბევრი დალაგდება იდეოლოგიაში, ფასეულობებში. ბევრთან მოხდება ურთიერთობების საბოლოოდ დასრულება, ან ოჯახის შექმნა. გექნებათ სრულიად ახალი ჰორიზონტები, უცხოეთში გადაცხოვრების შანსები გაჩნდება.
თხის რქა - ყველაზე მთავარი პერიოდი იქნება მარტიდან, როცა დადგებით გზაჯვარედინზე თქვენი ცხოვრების. ყველაფერი საინტერესო და მნიშვნელოვანი მოხდება ამ პერიოდში, მოგიწევთ რაციონალურად შეხედოთ ყველაფერს. მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, რაც მარტივი არ იქნება.
მერწყული - გათავისუფლდებით ბორკილებიდან, რაც ბევრ რამეში ხელს გიშლიდათ, გათავისუფლდებით ილუზიებისგან, შეიცვლით ფასეულობათა სისტემას. მოულოდნელად შეიცვლება ცხოვრება, ჯანმრთელობის მხრივ იქნება თემები, გელოდებათ სამსახურებრივი ცვლილებები.
თევზები - მთავარი ნიშანი ხართ, თქვენია ბურთი და მოედანი. გამოწვევები გელოდებათ, მაგრამ საოცარი ბერკეტი გაქვთ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება. მოგიწევთ შიშებს თვალი გაუსწოროთ, გაგიჩნდებათ სითამამე, გამბედაობა. მოგიწევთ მენტალური მდგომარეობის შეცვლა.
ასევე დაგაინტერესებთ: