
ცნობილი ბრიტანელი მწერალი და სცენარისტი ფრედერიკ ფორსაიტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ფრედერიკ ფორსაიტი 1938 წელს ქალაქ აშფორდში დაიბადა. იგი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, შემდეგ კი სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტი იყო პარიზში. პარიზში მუშაობის და ქვეყნის პრეზიდენტზე, შარლ დე გოლზე 1961 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მიხედვით მან დაწერა რომანი „ტურის დღე“, რომელიც 1971 გამოიცა. ფორსაიტი მუშაობდა Reuters-ის კორესპონდენტად აღმოსავლეთ ბერლინში და პრაღაში.
1960-იან წლების შუა რიცხვებში ფრედერიკ ფორსაიტმა მედიაკომპანია BBC-ზე დაიწყო მუშაობა და ნიგერიში შეიარაღებულ კონფლიქტს აშუქებდა.
მისი ყველაზე ცნობილი რომანებია „ომის ძაღლები“, „დოსიე ODESSA“ და „მეოთხე პროტოკოლი“. საერთო ჯამში მან 25 წიგნი დაწერა. მსოფლიოში 75 მლნ წიგნი გაიყიდა.
1997 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ფრედერიკ ფორსაიტი ბრიტანეთის იმპერიის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ასევე ის არის „კარტიეს ბრილიანტის ხანჯლის“ პრემიის ლაურეატი, რომელიც დიდი ბრიტანეთის კრიმინალისტი მწერლების ჯილდოა.