
„ოთხშაბათს, 25 ივნისს ახალმთვარეობაა. ხასიათის ცვალებადობის პერიოდია. არაფერი ახალი არ დაიწყოთ. ხუთშაბათს ახალი ფურცლიდან შეიძლება ცხოვრების დაწყება. კირჩხიბის ზოდიაქოში ხდება მზის და მთვარის შეერთება. ანუ რა ხდება, კუჭ-ნაწლავის სიფრთხილე, ცხარე, მწარე საკვებთან ფრთხილად. ოპერაციები იკრძალება. გავიაროთ ეს დღე მშვიდად, ილოცეთ და დალოცეთ ყველა, იუმორი წინა პლანზე წამოსწიეთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით, რადგან იქნება ნერვების მოშლის ფაქტორი. საჭესთან ფრთხილად, ჯირითის სურვილი ექნება ზოგს“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას მიმდინარე, ერთი კვირის პროგნოზი გაუზიარა.
ასტროლოგის თქმით, 25 ივნისის ახალმთვარეობა - სიფრთხილის და შუალედური პერიოდის დროა, როცა არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება.
მისივე განმარტებით, ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მხრივ. გეომაგნიტური აქტივობის ფონზე ავარიებისა და ტრავმების რისკი იზრდება.
როგორც ცაგარელმა აღნიშნა, 26 ივნისიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება - იწყება ახალი ეტაპი, რომელიც ოპტიმიზმს, გონებამახვილობას და ლიდერობას მოიტანს.
„გეომაგნიტური დღეებია, სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა.
სპეცსამსახურებს ვურჩევდი, რომ ყურადღებით იყვნენ. ღვარცოფების ალბათობა მაღალია. ისევე როგორც ტრავმულ-ავარიული სიტუაციები. გვახსოვს შოვის დღეები და უნდა გვახსოვდეს, რომ არის დღეები, როდესაც ეს ტენდენციები მატულობს. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ყურადღება საჭიროა.
სხვა მნიშვნელოვან ტენდენციებს რაც შეეხება, დღეს და ხვალ {23-24 ივნისს} ფრთხილად იყავით - არ გაცივდეთ, უჰაერო სივრცეში ნუ იქნებით. ხუთშაბათს, 26 ივნისს კი შეიძლება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ცხოვრება.
მერკური, გონების მმართველი პლანეტა გადადის ლომის ზოდიაქოში, ეს რა ნიშნავს? - მოიმატებს გონებამახვილობა, ოპტიმიზმი, კეთილშობილება, სიყვარულისადმი მიდრეკილება, ლიდერის თვისებები და ორგანიზატორული თვისებები, შვილებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგრამ, მოიმატებს სიზარმაცისადმი მიდრეკილება. ეგოიზმი და დიქტატორული სულისკვეთება.
პარასკევი, შაბათი და კვირის პირველი ნახევარი. გულ-სისხლძარღოვანი სისტემა სუსტდება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ.
26 რიცხვიდან, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის. ეს ნიშნავს, რომ განწყობა შეიცვლება, გაგებაც მოიმატებს.
ყველას გთხოვთ, რომ 26-დან სჯობს ძირითადი საკითხების გადაწყვეტა“, - აღნიშნავს ცაგარელი.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეული ნიშნების პროგნოზს ასეთია:
ვერძი
ასეა თუ ისე, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია. შეგიძლიათ აქტიური მოქმედება. შესაძლებლობები, გაქვთ საყოფაცხოვრებო საქმეები მოიგვაროთ. ინტუიცია გემატებათ.
კურო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები 26 რიცხვიდან მიიღეთ. განწყობა უმჯობესდება, ფინანსური წარმატების შანსი გაქვთ, ეს კვირა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად კარგია.
ტყუპები
არ გირჩევთ ხანგრძლივ მოგზაურობას, მივლინებასაც თუ არის უცხოეთში, ამის ნეგატიური ტენდენცია გაქვთ. წნეხი, რომელიც მას აწუხებდა მას ეხსნება.
კირჩხიბი
თქვენი დროა, რაღაც ჩამოგტირით ცხვირ-პირი და რა ხდება?! გამოცოცხლდით. ემიგრანტებს მივმართავ, დაბრუნდით სახლში, სამშობლო გეძახით და აქ შეიძლება გამოჯანმრთელდეთ კიდეც. ნელ-ნელა კირჩხიბებთან ფულიც შემოდის, განწყობაც შეგეცვლებათ სასიკეთოდ. ხუთშაბათამდე მსხვილი შესყიდვები არ გააკეთოთ, მხოლოდ ამას გირჩევთ.
ლომი
მთავარი პრობლემა პარტნიორული ურთიერთობებია, რადგან წნეხს გრძნობს აქ. არ აჰყვეთ კონფლიქტებს. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, ისწავლეთ ენაზე კბილის დაჭერა. ტაქტი და დიპლომატია.
ქალწული
აი ვინ იქნება, შრომისუნარიანი. დაავალეთ ყველა საქმე, გააკეთებს სრულყოფილად. ეს ნიშანი ძალიან ორგანიზებულია, დისციპლინირებულია. შეუპოვარი ხდება, თუმცა ვიმეორებ პატარა ტრანსფორმაცია მოგიხდებათ, თქვენ კონსერვატიული ნიშანი ხართ და მოდის რეფორმების დრო. სამყარო გეუბნებათ, შეცვალეთ თქვენი იერსახე. შეცვალეთ გარეგნობა და ჩაცმულობა.
სასწორი
ჯერ კიდევ კარგი კვირაა, ენერგოტონუსი მაღალია. შეიძლება, ადრეული საქმეებიდან მატერიალური კომპენსაცია მიიღოთ. ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობას მოითხოვს სამყარო თქვენგან. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მით უფრო მაღალია თქვენი წარმატების შანსი და ეს ერთ-ერთი ფაქტორია.
მორიელი
ყოველ დღე ძლიერდება. ენერგოტონუსი ემატება, ინტუიცია და პოპულარობა ემატება. ბევრი რამ გამოსდის თავისთავად, მატულობს ოპტიმიზმი, რაც მას არ ახასიათებს. ადვილად გადაწყვეტს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა. რაც მთავარია, ახლა მე ამ ნიშანს გავუშვებდი საზღვარგარეთ. ან თუ ვერ წავა, უცხოურ კომპანიაში დაიწყოს მუშაობა, ეს აძლევს მას ახლა წარმატების შანსს.
მშვილდოსანი
იუმორისტული ნიშანია, ახლა მთლად ეს წამოიწევს წინ. არე თუ იყო პრობლემა, იუმორით შეხედავენ. გონება მახვილია, ძალიან კარგია პარტნიორული კუთხით თანამშრომლობისთვის. თუ ისწავლის ენაზე კბილის დაჭერას, ძალიან ბევრი საინტერესო იდეა-პროექტი შესაძლოა განახორციელოს. კარგი დროა მანქანის სესაძენად.
თხის რქა
ახალი წინადადებები შემოდის, მაგრამ პარტნიორული ჰარმონიზაციის პერიოდი შემოდის, აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს სიჯიუტეს - ეგოიზმი უნდა მოთოკოთ, ფინანსური კუთხით რომ იყოს წარმატება.
მერწყული
ფინანსური კუთხით გაუმჯობესების შანსი გაქვთ, გეგმები დაალაგეთ, კვირის მეორე ნახევარში უკეთესი სიტუაცია და შანსი გეძლევათ, მოაწესრიგოთ ჯანმრთელობაც.
თევზები
კონკურსების და ლატარიების მოგების შანსი აქვთ, თევზები სიყვარულის დროა. პერიოდი კარგია არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. მომწონს ხელმძღვანელი თევზები, რადგან გულკეთილი და მოწყალეა. ფინანსური კუთხით კარგი პერიოდი აქვთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზაფხულში მგზავრობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - სპეციალისტის რჩევები