მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბიოგრაფიული პროექტი, ფილმი სახელწოდებით - Michael, გადამწყვეტ ფაზაში შედის. რეჟისორ ანტუან ფუკუას სურათში პოპ-მუსიკის მეფის როლს მისივე ძმისშვილი, 27 წლის ჯაფარ ჯექსონი ასრულებს.
ჯაფარი მაიკლის ძმის, ჯერმეინ ჯექსონის ვაჟია. გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრები კი ნამდვილ სენსაციად იქცა, გენეტიკური მსგავსება, პლასტიკა და ხმა იმდენად იდენტურია, რომ კრიტიკოსები პროექტს უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ბიოგრაფიულ კინოში (Biopic) ხშირად რთულია ბალანსის პოვნა ვიზუალურ მსგავსებასა და არტისტულ შესრულებას შორის.
ამ შემთხვევაში, პროდიუსერებმა მათ შორის, „ბოჰემური რაფსოდიის“ შემქმნელმა, გრემ კინგმა აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ მაიკლის უნიკალური ენერგიის გადმოცემა მხოლოდ იმ ადამიანს შეეძლო, ვინც ამავე ოჯახის ნაწილია და ბავშვობიდან ჯექსონების მუსიკალურ სამყაროში გაიზარდა.
ჯაფარ ჯექსონი 1996 წელს დაიბადა ჯერმეინ ჯექსონისა და ალეხანდრა ოაზიასას ოჯახში. ბავშვობიდანვე იყო ჩართული მუსიკასა და ცეკვაში, ხოლო 2019 წელს გამოუშვა თავისი პირველი სიმღერა – Got Me Singing. მანამდე ის გამოჩნდა პროექტებში, როგორიცაა The Jacksons: Next Generation და ტიტო ჯექსონის მუსიკალური ვიდეოში – Love One Another, თუმცა Michael მისი პირველი დიდი სამსახიობო დებიუტია.

