Digest Logo

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 30-ზე მეტი ნაადრევად დაბადებული ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

1700407036
მანსანამანსანა

ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოდან, ალ-შიფადან, ნაადრევად დაბადებული 31  ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

ინფორმაციას  BBC პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბავშვები სამხრეთ ღაზაში, ქალაქ რაფაში გადაიყვანეს. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 საბა ლობჟანიძის საცოლე რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს სტადიონიდან - „სუპერ წყვილი“

🔵 როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს