Digest Logo

ჰეილი ბიბერი ბრენდ Skims-ის ახალი სახე გახდა - იგი კიმ კარდაშიანის ბრენდისთვის გაშიშვლდა

1782219903
ჰეილი ბიბერი

მოდელი და ინფლუენსერი ჰეილი ბიბერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად მან კიმ კარდაშიანის ცნობილი თეთრეულის ბრენდის, Skims-ის ახალ, საოცრად თამამ და პროვოკაციულ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

ბრენდის ახალ სარეკლამო ფოტოებსა და ვიდეოებში ჰეილი საკმაოდ პიკანტურ ამპლუაში წარდგა და თავისი იდეალური სხეულის ფორმები გამოაჩინა.

კამპანიამ სოციალურ ქსელებში მომენტალურად გამოიწვია აჟიოტაჟი, გამომწერები აღნიშნავენ, რომ მოდელი ახალ იმიჯში საოცრად სექსუალურად და თავდაჯერებულად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანის ბრენდი Skims ხშირად თანამშრომლობს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, თუმცა ჰეილი ბიბერის ახალმა ფოტოსესიამ მოლოდინს გადააჭარბა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა.