
იტალიაში, კერძოდ ფლორენციის Palazzo Maffei-ს მუზეუმში ტურისტმა სამუზეუმო ექსპონატი დაუდევრობით დააზიანა.
შემთხვევა მიმდინარე წლის {2025} აპრილში მოხდა, თუმცა ვიდეო ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა და ინტერნეტი დაიპყრო.
მუზეუმში გამოფენილი იყო იტალიელი მხატვრის ნიკოლა ბოლას სკულპტურა სახელწოდებით „ვან გოგის სკამი“ (Van Gogh Chair), რომელიც მთლიანად დაფარული იყო სვარვოსკის კრისტალებით.
ტურისტმა, სავარაუდოდ, სელფის გადასაღებად სცადა სკამზე დაჯდომა, რის შედეგადაც სკულპტურა დაიშალა.
მუზეუმის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც მომხდარის შესახებ კაცმა და მისმა თანმხლებმა პირმა სწრაფად დატოვეს მუზეუმი. უფრო მეტიც, მათ ქვეყნის დატოვებაც კი მოასწრეს და მათი ვინაობა დღემდე დაუდგენელია.
მუზეუმის დირექტორმა, ვანესა კარლონმა, უკმაყოფილება გამოხტა, რომ ტურისტებმა არ შეატყობინეს დაზიანების შესახებ ადმინისტრაციას.
„გვსურს, ეს ეპიზოდი და ვიდეო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობად ვაქციოთ: ხელოვნებით უნდა აღფრთოვანდე, განიცადო, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, პატივი სცე. ყოველთვის“,- აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.
სკულპტურა წარმატებით აღდგენილ იქნა და კვლავ გამოფენილია მუზეუმში.
View this post on Instagram