Digest Logo

„ატომური აფეთქება და გლობალური საფრთხე“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება მსოფლიოსა და საქართველოს მომავალზე

1751369858
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საქართველოს და მსოფლიოს მომავალზე საუბრობს.

გოგა მანიას შეფასებით, მსოფლიოში მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია და ეს არის ხალხზე გლობალური მანიპულაცია.

მისი თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი და ენერგეტიკულად მაღალ ვიბრაციებზე მდგომი, დაცული ქვეყანაა.

„ეს არის დიდი თამაში, ხალხზე მანიპულაცია. მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი და ენერგეტიკულად ყველაზე დაცული ქვეყანაა - რომ შემეძლოს, ისევ აქ დავიბადებოდი. რუსეთი ძალას დაკარგავს და შეტევაზე გადავა ევროპის მიმართულებით. ვხედავ, უახლოეს წლებში ორ ქვეყანასთან გაერთიანდება - სამი დროშის ქვეშ. რუსეთი არ გაჩერდება, სანამ უკრაინას მთლიანად არ ჩაიგდებს ხელში. ირანი კი ისრაელს მომავალში ცუდად მიუბრუნდება. ნგრევა ბევრ ქვეყანას შეეხება, და ატომური იარაღის გამოყენება დიდი საფრთხის წინაშე დააყენებს მსოფლიოს.“

– თქვით, ჩვენი ქვეყანა დაცულიაო, თუმცა ეკოლოგიურად რაიმე საფრთხე ხომ არ არის მოსალოდნელი?

– შიდა ნგრევები – მეწყრები, წყლის მოვარდნები, მიწისძვრები საქართველოში იქნება. ჩვენთან არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 5-6 თვეში, თურქეთში დამანგრეველ მიწისძვრას ვხედავ. საქართველო კი ამ მხრივ დაცულია“,- ამბობს იგი „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა ადამიანი მახსოვს, ვინც უტაქტოდ მითხრა, თუ როგორ გავსუქდი“ - როგორ დაძლია თიკა ჯამბურიამ წონასთან დაკავშირებული გამოწვევები

🎥 „სამუდამოდ მადლობელი ვარ ამ მომენტისთვის“ - ნუცა ბუზალაძემ ლეგენდარული იანკის სტადიონზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა

🎥 „ნიჭიერი და გამორჩეული ბავშვები, საოცარი არტისტიზმით“ - ევა და ანამარია ბუთიაშვილების შესრულებული „ტოლი ნახე“, რომელმაც სოცქსელი დაიპყრო

წყარო: tbiliselebi.ge