UFC Freedom 250-სთვის მიძღვნილ პრესკონფერენციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ჯოშ ჰოკიტი ახდენდა ალექს პერეირას პროვოცირებას და სარგებლობდა იმით, რომ მძიმე წონითი დივიზიონის პოტენციურ ჩემპიონს ინგლისური არ ესმოდა. ამერიკელმა მებრძოლმა ბრაზილიელი სპორტსმენის მისამართით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.
„პერეირას არა მხოლოდ დავამარცხებ, არამედ მასზე მოვისაქმებ. დედაშენს შამას გავუკეთებ! ეს ადამიანი ითვლება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ კაცად, მაგრამ ნახეთ, როგორ ველაპარაკები მას, როგორც ჩემს ძაღლს! რას გააკეთებს? ვერაფერს!“, - ამბობდა კალიფორნიელი მებრძოლი.
„პოატანი“ დაიცვა ილია თოფურიამ, რის შემდეგაც ჰოკიტი უკვე მასზე გადაერთო - „ვინ ხარ? წადი შენი! ნამდვილი BMF-ი მე ვარ!“.
მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი შეეპასუხა ამერიკელ მებრძოლს და მისთვის წყლის შესხმაც სცადა. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ დაცვის სამსახურმა ჯოში გაიყვანა დარბაზიდან, პერეირამ კი „მატადორს“ ხელი ჩამოართვა.
JOSH HOKIT JUST WENT OFF ON ALEX PEREIRA AND ILIA TOPURIA... OH MY GOD 😭
— Championship Rounds (@ChampRDS) May 8, 2026
JOSH HOKIT HAD TO GET TAKEN OFF THE STAGE
🗣️ Hokit: "I'm gonna Chama on yo mama. Look how I speak to him, like my dog, like my b*tch. F*CK YOU."
🗣️ Ilia: "F*ck you little b*tch. Sit down."
🗣️ Hokit:… https://t.co/L8zbzaoiMa pic.twitter.com/aPmYFpV8aK
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გირჩევთ სესხის აღებას...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕ცნობილია საბურთალოზე მოკლული კაცის ვინაობა
🎥 „მონა, მაშინ არ ხდები, როცა ბორკილს გადებენ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე
წყარო: lagazzetta.ge