Digest Logo

ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

1750745524
ირანის ნაკრები

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასვლის მიუხედავად, ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, ვერ შეძლოს ტურნირზე თამაში.

გამოცემა Planet Football-ის ინფორმაციით, მომავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი და ტურნირი უკვე სკანდალშია გაეხვია. ირანის ნაკრებმა მოიგო აზიის შესარჩევის A ჯგუფი, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზური მოიპოვა, მაგრამ, შესაძლოა, ტურნირზე გამოსვლა ვერ შეძლოს.

საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ირანი ოფიციალურად მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკური სიტუაციის გამო.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) არ აკეთებს კომენტარს აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ამ მომენტისთვის პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე რეალური ვარიანტია – ჯგუფურ ეტაპზე ირანის ნაკრების ყველა მატჩის მექსიკის სტადიონებზე ჩატარება. თუმცა ამ გეგმის რეალიზება რთული იქნება ირანის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ხალხი ამ ომში იხოცება, ზოგს კიდე ეხუმრება... აბსოლუტურად არაადეკვატური პრეზიდენტი მართავს ამერიკას“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕ალექსანდრა პაიჭაძე წითელ კაბაში პოზირებს - „დახვეწილი და ეშხიანი!“

⭕ვის ჰქონდა მორგებული თუთიყუშის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მორიგი ეპიზოდი

წყარო: 1tv.ge