ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს„ჰამასის“ ოფიციალური პირის სალეჰ ალ-არაურის კუთვნილი სახლი ქალაქ არურაში, რამალას მახლობლად.
IDF-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა იეჰუდა ფოქსმა ხელი მოაწერა დანგრევის ბრძანებას.
ლიბანში დაფუძნებული ალ-არური ითვლება ჰამასის დე ფაქტო ლიდერად დასავლეთ სანაპიროზე.
لحظة تفجير قوات الاحتلال منزل نائب رئيس المكتب السياسي لحركة حماس الشيخ صالح العاروري في بلدة عارورة شمال غرب رام الله pic.twitter.com/BfJgNCwT6q
— القسطل الاخباري | القدس (@AlQastalps) October 31, 2023
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.