იტალიის პროკურატურამ მიიღო ექსპერტის ოფიციალური დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ქალი და მისი 15 წლის ქალიშვილი გასულ შობას რიცინით მოიწამლნენ, რომელიც ცნობილია სერიალიდან „Breaking Bad“.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ 50 წლის ანტონელა დი იელსი და მისი ქალიშვილი სარა დი ვიტა საკვებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ კამპოობასოს პროვინციაში მდებარე 1000 მოქალაქით დასახლებულ ქალაქ პიეტრაკატელაში. დოკუმენტში ექსპერტები ადასტურებენ, რომ ორივე მსხვერპლს რიცინით მძიმე მოწამვლა ჰქონდა.
დედა და ქალიშვილი საშობაო არდადეგებზე ავად გახდნენ. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ, მაგრამ სახლში გაუშვეს, რადგან ექიმები ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ საკვები - თევზი ან სოკო იყო მათი ავადმყოფობის მიზეზი. შემდეგ დედა-შვილის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ ისინი საავადმყოფოში დაბრუნდნენ, სადაც თავდაპირველად ღვიძლის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს და ორივე მალევე გარდაიცვალა.
მათ მიერ მოხმარებული საკვების ანალიზებმა თავდაპირველად არანაირი დარღვევა არ აჩვენა, რამაც გამოიწვია ეჭვი, რომ საავადმყოფომ შეცდომა დაუშვეს. შედეგად, ხუთ ექიმს ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში.
სამი თვის შემდეგ გამოძიება სხვა მიმართულებით წავიდა: რეგიონულმა პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ეჭვის საფუძველზე უცნობი დამნაშავის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო. მსხვერპლთა სისხლის ნიმუშები ორ ლაბორატორიაში, იტალიასა და შვეიცარიაში, გამოიკვლიეს და ორივე დაასკვნით, მსხვერპლები შესაძლოა რიცინით მოკლეს.
გამომძიებლების ყურადღება ახლა ქალის ზრდასრულ ქალიშვილზე, ალისზეა გადატანილი, რომელიც საბედისწერო ვახშამს გადაურჩა, რადგან იმ საღამოს მეგობრებთან ერთად პიცაზე გავიდა.
გადარჩენილი გოგონას ადვოკატის თქმით, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ 18 წლის გოგონას შეეძლო მონაწილეობა მიეღო ისეთ რამეში, რასაც მოსადიც კი ვერ შეძლებდა უფრო პროფესიონალურად.
ცნობისთვის: რიცინი არის მაღალტოქსიკური ცილოვანი შხამი, რომელიც მიიღება აბუსალათინის მარცვლისგან.
მოწამვლის ტიპური სიმპტომებია ცივი ოფლი, სისხლიანი ღებინება და ნაწლავის კრუნჩხვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სიკვდილი.
მედიის ყურადღება ამ შემთხვევამ იმის გამო მიიპყრო, რომ ეს კონკრეტული შხამი და მისი დამზადების მეთოდი დეტალურად არის ნაჩვენები საკულტო სერიალში Breaking Bad -„მძიმე დანაშაული“. სერიალის მთავარი გმირი, უოლტერ უაითი, სწორედ აბუსალათინის თესლისგან Castor beans დამზადებულ „რიცინს“ იყენებს მტრების მოსაშორებლად.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: rustavi2.ge