„მისტერ ვალენტინი 2023“, ოპერის მომღერალი, ზურა კობიაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლთან ერთად ცხოვრობს, 27 წლის გახდა.
მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, რის გამოც სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას დაბადების დღის საჩუქარიც ანახვა, რომელიც მისი და მეუღლის ერთობლივი შენაძენია:
„კიდევ ერთი წელი მომემატა, ჩემი დაბადების დღეა.
ამ დღეს ბავშვობაში უფრო ემოციურად ველოდებოდი და ვხვდებოდი. რაც უფრო იზრდება ადამიანი, ასაკი ემატება და სიბრძნის ასაკში შედის, სხვანაირად აღნიშნავს და სხვანაირი დატვირთვა აქვს ყველაფერს.
ამერიკაში ჩემი პირველი დაბადების დღეა, ვფიქრობდით, რა იქნებოდა საჩუქარი.
ჩემ დაბადების დღეზე შევიძინეთ ერთობლივად ულამაზესი ლექსუსის ჯიპი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ოცნების მანქანაა, მაგრამ საუკეთესოა, რაც კი არსებობს“, - ამბობს ზურა კობიაშვილი.
ზურა კობიაშვილის მეუღლე სოფია კანდელაკია, რომელზედაც 2025 წელს ოფიციალურად იქორწინა. წყვილმა ქორწილი მანჰეტენზე, ქართულ რესტორანში გადაიხადა.
სოფია კანდელაკს და ზურა კობიაშვილის სიყვარულის ამბავი ხუთი წელი გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ არსებობს რაიმე პრობლემა, რომლის მოგვარებაც ენერგიით ვერ მოხდებოდა...“ - რა არის რეიკის ენერგია
⭕რატომ არ უნდა ჩავერიოთ შვილის პირად ცხოვრებაში? - ფსიქოთერაპევტის სასარგებლო განმარტება
⭕სოფელ შილდაში მეხი ჩამოვარდა - „დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელები“