Digest Logo

🎥 „იყო ღალატი, ბავშვისთვის უთქვამს ეს შენი მეორე დედააო, საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენო...“ - რას პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილის ბრალდებებს

1660655953
ნიკოლოზ ბასილაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მოდელ ნელი დოროყაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

მას შემდეგ რაც, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარადგინა ვიდეო ჩანაწერი, სხდომას დისტანციურად ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო.

დოროყაშვილის მონაყოლით ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი მათი არასრულწლოვანი შვილიც იყო.

„ბავშვი შეშინებული იყო, მომიყვა როგორ დაარტყა ბებიამ თავში... იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც. მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო...“, - ჰყვება ნეკა დოროყაშვილი.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, არაფერი დაუშავებია. მან სასამართლოზე წარმოდგენილ ვიდეოს სისულელე უწოდა.

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”, - ამბობს ბასილაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„დღისით რომ ცნობილ სახეს თავს გესხმიან, ეს სად ვცხოვრობთ? რატომ გაიზარდა კრიმინალი საქართველოში“ - გურამ არუთინაშვილი

🔵„შენ არ იმსახურებდი ასეთ დასასრულს... შავი მიწისთვის ძალიან მენანები, სიკეთის მატარებელო, ანგელოზო“ - ავარიისას დაშავებული მედდა გარდაიცვალა

🔵„ვხედავ, მსოფლიოს წყლის დეფიციტი ემუქრება... ჩვენი წყლები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ბენზინი. აი, ნახავთ“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია