ჟურნალისტი გურამ არუთინაშვილი თავდასხმის მსხვერპლი სამგორის ტერიტორიაზე გახდა. მას სამმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც თავად ამბობს, თავის არეში მას ბოთლი ჩაარტყეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
„დღისით რომ ცნობილ სახეს თავს გესხმიან ეს სად ვცხოვრობთ? რა ხდება? რომელ ქვეყანაში? რატომ გაიზარდა კრიმინალი საქართველოში ასე? გეტყვით, რომ თავს დამესხნენ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მიმდინარეობს გამოძიება, მოვითხოვ ამ პიროვნებების უმკაცრესი ზომებით დასჯას შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ვგმობ ყველანაირ ძალადობას ნაცნობსა თუ უცნობზე.
ხაზი გავუსვი იმას, რომ ამისი უფრო უნდა შეშინებოდათ, მაგრამ დღეს არავის არაფრის ეშინიათ და ჰკიდიათ...მადლობა იმ ადამიანებს ვინც მანქანა გააჩერეს და ჩემს დასახმარებლად გადმოვიდნენ“, - წერს გურამ არუთინაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!“ - თამარ ბაღაშვილმა „მთავარი არხი“ დატოვა