Digest Logo

ჯანმო აცხადებს, რომ პარტნიორებს შეუძლიათ, „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინები მათ დამტკიცებამდე შეიძინონ

1724433510
მაიმუნის ყვავილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მის პარტნიორებს, მათ შორის Gavi-ს და UNICEF-ს, შეუძლიათ, „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ვაქცინების შეძენა დაიწყონ, ვიდრე მათ გაეროს ჯანდაცვის სააგენტო დაამტკიცებს, რათა აფრიკაში ვირუსის ესკალაციის საწინააღმდეგო აცრები უფრო სწრაფად დაიწყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ტრადიციულად, Gavi-ს მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ვაქცინების შეძენაში ეხმარებიან, შეუძლიათ, ვაქცინები მხოლოდ მას შემდეგ შეისყიდონ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან თანხმობას მიიღებენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, წესები შემსუბუქდა, რადგან ჯანმომ ვაქცინები რამდენიმე კვირაში უნდა დაამტკიცოს.

აგვისტოს დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინის მწარმოებლებს სთხოვა, წარედგინათ ინფორმაცია, რათა ვაქცინების დამტკიცების პროცესის დაჩქარება შეძლონ და სექტემბრის შუა რიცხვებამდე მათზე საგანგებო ლიცენზია გასცენ.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ზოგიერთი ვაქცინა აფრიკაში მომავალ კვირას უნდა ჩავიდეს. სააგენტოს ცნობითვე, საჭიროა 10 მილიონი დოზა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს სიახლეებს პოზიტიურად ვუყურებთ, კონკრეტულ მოლაპარაკებებზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ დროულად განვაახლებთ ბაზარს, როგორც კი შეკვეთები განხორციელდება“, - განაცხადა ვაქცინის ერთ-ერთი მწარმოებლის, Bavarian Nordic-ის წარმომადგენელმა.

Gavi-ს სპიკერმა თქვა, რომ ქვეყნებისთვის შეწირული დოზების გადაცემა, ვაქცინაციის პროგრამების ფარგლებში, პირველი პრიორიტეტია.

„რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინების შესყიდვას, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გავაძლიერეთ ჩვენი ძალისხმევა მწარმოებლებთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტით. ჩვენ მზად ვართ, საქმეს შევუდგეთ, როგორც კი მოთხოვნაზე მკაფიო სურათს მივიღებთ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ორი ვაქცინა, რომლებიც დანიის Bavarian Nordic-ისა (BAVA.CO) და იაპონური KM Biologics-ის მიერ არის დამზადებული, უკვე დამტკიცებულია მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-სა და იაპონიაში და 2022 წლიდან ვირუსის საწინააღმდეგოდ ფართოდ გამოიყენება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როგორ მისდევდა ხელის ჩამოსართმევად... ქუთაისელი ვახო, უთბილესი, უსაყვარლესი და უწესიერესი ბიჭი“ - დათო ლიკლიკაძე პარამკლავჭიდელ ვატანგ ახობაძის მსოფლიოზე წარმატებულ ასპარეზობას ეხმაურება

⭕„ანჯელინას არ ჩამოუვარდები ისეთი ლამაზი ხარ“ - ევა ბარბაქაძის ფოტოები სოცქსელს იპყრობს

🎥 სალომე კორკოტაშვილი მეორე შვილს ელოდება - რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი?