Digest Logo

🎥 ჯარედ ლეტო - პირველი ადამიანი, რომელმაც ემპაირ სტეიტ ბილდინგი დალაშქრა

1699776100
ჯარედ ლეტო

ცნობილი ამერიკული მუსიკოსი ჯგუფ Thirty Seconds to Mars- ის სოლისტი ჯარედ ლეტო, მსოფლიოს მუდმივად აკვირვებს არაორდინარული სიახლეებით.

ჯარედი პირველი ადამიანია გახდა, რომელმაც ნიუ-იორკის შენობა „Empire State Building“ დალაშქრა.

ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა BBC წერს.

20-წუთიანი „დალაშქვრის“  მიზანი, ჯარედის ჯგუფის, Thirty Seconds to Mars-ის მორიგი მსოფლიო ტურნეს დაანონსება იყო. თუმცა, მისი თქმით, გარდა ამ მიზნისა, დიდი ხანია ამ შენობაზე ასვლა სურდა.

„გასაოცარია მზის ამოსვლის ხილვა იმ ქალაქის თავზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ბავშვობიდან ნიუ-იორკი ჩემთვის ის ადგილი იყო, სადაც ოცნებები ხდება. პატარაობაში ხელოვანი მინდოდა ვყოფილიყავი, ამ მიზნისთვის კი ხალხი სწორედ ნიუ-იორკისკენ მოეშურებოდა. ემპაირ სტეიტ ბილდინგი ჩემთვის სწორედ ამის სიმბოლოა“ - ამბობს მუსიკოსი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Live Nation Concerts (@livenation)

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სამზადისი უკვე დავიწყეთ, პირველად ჩვენ გავანათეთ და სხვანაირი გავხადეთ ჩიჩილაკი“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

🔵🎥 თბილისში სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

წყარო: www.bbc.com