ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გამორჩეული ვარსკვლავი, ჯეისონ სტეთემი 59 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილარ მსახიობს დაბადების დღე განსაკუთრებულად და თბილად მიულოცა მისმა მრავალწლიანმა პარტნიორმა, ცნობილმა ბრიტანელმა მოდელმა როზი ჰანტინგტონ-უიტლიმ, რომელმაც სოციალურ ქსელში წყვილის ახალი და ექსკლუზიური ფოტოები გააზიარა.
„ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ კადრებში რომელიც იახტაზეა გადაღებული ასახულია 59 წლის მსახიობისა და მისი საცოლის რომანტიკული მომენტები.
კადრებში ასევე ჩანან, მათ შვილები.
გამოქვეყნებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ათასობით გამოხმაურება და ვარსკვლავური წყვილის მიმართ მილოცვები მოჰყვა. ფანები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ 59 წლის ასაკშიც კი სტეთემი უზადო ფიზიკურ ფორმაშია და კვლავ ინარჩუნებს ჰოლივუდის „მძიმეწონოსანი“ ბოევიკების გმირის იმიჯს.
შეგახსენებთ, რომ როზი ჰანტინგტონ-უიტლი და ჯეისონ სტეთემი ერთად 2010 წლიდან არიან. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი წყვილი ორ შვილს 8 წლის ვაჟს, ჯეკს და 4 წლის ქალიშვილს, ისაბელას ზრდის.



