Digest Logo

ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკი არამარტო ცხოვრებიდან, არამედ სხეულიდანაც წაშალა: „ტატუ“ რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა

1780054483
ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ხმაურიანი და დრამატული განქორწინება ახალ ფაზაში გადადის. პოპულარულმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა, ყოფილი მეუღლის კვალი არა მხოლოდ ცხოვრებიდან, არამედ საკუთარი სხეულიდანაც საბოლოოდ წაშალოს.

დასავლური მედიის ყურადღება ჯეილოს უახლესმა ფოტოებმა მიიპყრო, სადაც ჩანს, რომ მან ნეკნების არეში არსებული ტატუ, რომელიც ბენ აფლეკს ეძღვნებოდა გადაიკეთა.

შეგახსენებთ, რომ ტატუ უსასრულობის ნიშანი, რომელშიც მათი სახელები იყო ჩაწერილი, წყვილმა დიდი სიყვარულის ნიშნად 2023 წლის ვალენტინობის დღეს, ქორწინებიდან მალევე გაიკეთა. მაშინ ლოპესი აცხადებდა, რომ ეს მათი „მარადიული კავშირის“ სიმბოლო იყო.

თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც წყვილი ოფიციალურად განქორწინდა, ჯენიფერმა ღია კაბაში პოზირებისას საზოგადოებას დაანახვა, რომ ტატუდან ბენის სახელი გამქრალია და ის ახალი, ნეიტრალური დიზაინით არის ჩანაცვლებული.

ინსაიდერების თქმით, ეს ნაბიჯი ჯეილოსთვის ერთგვარი თერაპია და ახალი, დამოუკიდებელი თავგადასავლის დაწყების სიმბოლოა. ვარსკვლავს სურს, წარსულს ყველანაირი ძაფი გაუწყვიტოს და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.