თეთრი სახლის ლიდერ, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ექიმის თქმით, პრეზიდენტს სიმპტომები მსუბუქად აღენიშნება და უკვე მიიღო ანტივირუსული პრეპარატის Paxlovid-ის პირველი დოზა.
პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მითითებების შესაბამისად იზოლირებული იქნება.
ამერიკული მედია წერს, რომ უცნობია სად ინფიცირდა პრეზიდენტი.
ჯო ბაიდენი პირველად კორონავირუსით 2022 წელს დაინფიცირდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჟოზეს სიმღერაზე აცეკვებული ნანუკა გულუა - მსახიობი ოჯახთან ერთად სურამში ისვენებს
🎥 „ეს გოგო თავის ძმას რატო ეკვეხება?!“ - რას პასუხობს ნინიკო მამარდაშვილი კრიტიკოსებს