Digest Logo

ჯონი დეპი შესაძლოა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-6 ნაწილში დაუბრუნდეს - პროდიუსერი მსახიობთან მოლაპარაკებებს ადასტურებს

1787311170
ჯონი დეპიჯონი დეპი

კაპიტანი ჯეკ ბეღურა, შესაძლოა, დიდ ეკრანებს კვლავ დაუბრუნდეს. საკულტო ფრენჩაიზის, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პროდიუსერმა, ჯერი ბრუკჰაიმერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯონი დეპთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამჟამად ფილმის სცენარზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სტუდია დეპის პერსონაჟის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.

„ჩვენ ვმუშაობთ სცენარზე და ძალიან ვისურვებდი, რომ ჯონი ამ პროექტში ვიხილოთ. მე მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და ამ საკითხზე დისკუსიები ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა ბრუკჰაიმერმა.

როგორც ცნობილია, Disney ამჟამად ფრენჩაიზის გაგრძელების რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთაგან ერთი სწორედ ჯეკ ბეღურას ისტორიის გაგრძელებას ითვალისწინებს.