Digest Logo

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით

1684833592
 საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა იგივე გააკეთონ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რადგან ჩვენი „სანქციები“ არ არის ექსტრატერიტორიული“, - ამის შესახებ  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი არ ყიდულობს რუსულ ნავთობს, თუმცა, ყიდულობს დიზელს, რომელიც მიიღება ამ რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ეს არის ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლების მოსაგვარებლად:

„ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ექვემდებარებიან ევროპულ კანონმდებლობას. ჩვენ, ევროკავშირში არ ვყიდულობთ რუსულ ნავთობს, მაგრამ ვყიდულობთ დიზელს, რომელიც მიიღება ამ რუსული ნავთობის სხვაგან გადამუშავებით. ეს არის ჩვენი სანქციების გვერდის ავლის შედეგი და ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა იმაზე, თუ როგორ უვლიან გვერდს თავად ევროკავშირის კომპანიები სანქციებს, რუსეთიდან წარმოშობილი რაფინირებული ნავთობის შეძენით“, - აღნიშნა ბორელმა.

წყარო: www.eeas.europa.eu