კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutche welle იუწყება.
17 ადამიანი პოსადენას მახლობლად დაიღუპა, ხოლო 8 - პასიფიკ-პელისეიდში. კიდევ 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მაგრამ ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინიც დაღუპულები არიან.
პასიფიკ-პელისეიდში დაკავებულია 14 ადამიანი, სამი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ეჭვმიტანილი, ხოლო დანარჩენებს კომენდანტის საათის დარღვევა, პოლიციელებად ან მეხანძრეებად თავის გასაღება, ვანდალიზმი და ბინების ძარცვა ჰბრალდებათ.
„მაროდიორობა არა მარტო ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, ის ევაკუირებულ ადამიანებს უსაფრთხოების შეგრძნებას უკარგავს, რაც დაუშვებელია“, - განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელმა სტივ ემბრიჩმა.
ამასთანავე, ლოს-ანჯელესის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. პასიფიკ-პელისეიდში ის 14%-ით არის ლოკალიზებული, ხოლო პოსადენას მახლობლად - 33%-ით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა...“ - UFC მერაბ დვალიშვილის კადრებს აქვეყნებს
⭕„ახლა ისეთი რამე ხდება,რომ მოდის უხილავი ენერგია...“ - რას ჰყვება ბერი დავით რიჟამაძე?