
Le Figaro-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგში ქართულ-სომხური მაფიის წევრები დააკავეს. მედიასაშუალების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 21 ივნისს, ქვემო რეინში დააკავეს. 12 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.
დაკავებულთა შორის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი არიან.
დაკავებულების სახლების ჩხრეკის დროს პოლიციამ 17 000 ევროს ოდენობის თანხა ამოიღო. ასევე 4 ავტომობილი, ერთი მოტოციკლი, 5 პისტოლეტი, ძვირადღირებული სუნამოები, სამკაულები და ტყავის ნაკეთობები.
წყარო: formulanews.ge